вторник, 4 мая 2010 г.

ბიოგრაფია

დავიბადე 2000 წლის 2 აპრილს მყავს დედიკო მაია ჩიტაძე, მამიკო გია ტვილდიანი და პატარა დაიკო მარი ტვილდიანი. მყავს საყვარელი ბებიები და ბაბუები. ჩემი ოჯახი მოსიყვარულე და მეგობრულია.
ამბობენ პატარაობიდან მქონდა ხატვის კერვის და ძერწვის ნიჭი.
ვსწავლობ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის 207–ე საჯარო სკოლაში IV კლასში. გულწრფელად მიხარია სკოლაში სიარული , მიყვარს ჩემი მასწავლებელი, ნინო გოგოლიშვილი, რომელმაც დიდი სტიმული მომცა ჩემთვის საინტერესო ამბებს ღრმად ჩავწვდომოდი . ხშირად დავდივართ თეატრში, სხვადასხვა ღონისძიებებზე, ჩემთვის ყოველი გაკვეთილიც ლამაზი ღონისძიებაა რაც მავსებს და ამდიდრებს ჩემს სულს.
ძალიან მიყვარს ჩემი თანაკლასელები!

Комментариев нет:

Отправить комментарий